კონსტანტინე გამსახურდიამ პირველი პრეზიდენტის ძვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეების ადგილსამყოფელი დაასახელა. ეს განცხადება „იმედის კვირის: ეთერში გაჯღერდა.
„საქმის სამივე მთავარი მოწმე დღეს არის საზღვარგარეთ. ბესარიონ გუგუშვილი იმყოფება საზღვარგარეთ 1994 წლიდან, მას ფეხი არ ჩამოუდგამს საქართველოში და არც აპირებს. იგივე პიროვნებამ უარი განაცხადა ნებისმიერი სახის თანამშრომლობაზე კომისიასთან. მეორე მოწმე, რობიზონ მარგველანი, რომელიც 2011 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ძირითადი დოკუმენტი გადავაგზავნეთ მთავარ პროკურატურაში, ძალიან მალე ითხოვა თავშესაფარი ავსტრიაში და დღესაც მანდ იმყოფება. მესამე - ეს არის შალვა, იგივე ბაჩუკი, გვანცელაძე - მეორე მცველი, რომელიც იმყოფებოდა ლუდმილა და კარლო ღურცკაიების სახლში, ამჟამად თავშესაფარი მოითხოვა უკრაინაში“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.