ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
,,ნაცმოძრაობის” ინფორმაციით, ადგილობრივები შეხვედრაზე დავით ბაქრაძეს საოკუპაციო ხაზთან არსებული პრობლემური საკითხების და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ესაუბრნენ.
ოსიაურელებთან საუბრი შეეხო მათთვის აქტუალურ საყოფაცხოვრებო პრობლემებს, მათ შორის მედიკამენტებზე, პირველადი მოხმარების საგნებსა და სამოხმარებლო კალათის შადგენელი პროდუქტების გაძვირებით გამოწვეულ პრობლემებს.
უმცირესობის ლიდერმა ადგილობრივებს პრობლემების მოგვარების ,,ნაციონალური მოძრაობის” ხედვები გააცნო.