იაპონიის საგრეო უწყება, ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.
,,იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა უნდა მოხდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შესაბამისად, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.იაპონიის აღნიშნული პოზიცია უცვლელი რჩება ბაქო-სუფსას მილსადენთან ახლოს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან მიმართებით.იაპონია და საქართველო ეწინააღმდეგებიან საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას.ზემოხსენებული დებულებები თვალნათლივაა გამოხატული იაპონიისა და საქართველოს 2014 წლის 24 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებაში - „სოლიდარობა მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, რომელიც იაპონიის პრემიერ-მინისტრის, მისი აღმატებულება ბატონი შინძო აბეს და საქართველოს პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონი გიორგი მარგველაშვილის მიერ იქნა ხელმოწერილი საქართველოს პრეზიდენტის იაპონიაში ვიზიტისას”, _ნათქვამია იაპონიის საგარეო უწყების განცხადებაში, როემლსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.