პარლამენტი მთავრობას დღეს ბიუჯეტის კორეკტირებულ ვარიანტს გადაუგზავნის. მთავრობის მიერ შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ პროექტი საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად დაუბრუნდება.დოკუმენტის მიხედვით, სხვადასხვა უწყებების დაფინანსება 159 მილიონი ლარით მცირდება. შემცირება შეეხება საჯარო მოხელეების ხელფასებსაც.