საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო წვრთნების დაწყებას გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. სამხედრო სწავლებები 15 ივლისს დაიწყო და მასში 1500-ზე მეტი არტილერისტი მონაწილეობს. ბერუჩაშვილის უწყება ფაქტს რუსეთის მხრიდან პროვოკაციად აფასებს და უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას მოითხოვს.