ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება მზად არის უზრუველყოს ბაქო-სუფსის მილსადენის უსაფრთხოება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ “ბრიტიშ პეტროლიუმი” ამაში ფულს გადაიხდის. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიმიტრი ტასოევმა განაცხადა. “მილსადენი ახლა არ გაჩენილა ჩვენს ტერიტორიაზე და აქამდე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა ასეთ შემთხვევებში მიღებულია, რომ მმართველი კომპანია იხდის საფასურს თავისი ობიექტის დაცვასა და მომსახურებაში“, - ამბობს ტასოევი.