პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების კუთხით ბევრი, რამ კეთდება, რაც მთავრობას სააშკარაოზე არ გამოაქვს. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობამ სამი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება სურს. ა
„ბოლო სამი წლის განმავლობაში, დავამტკიცეთ, რომ მართლაც გვსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგება და ჩვენი პოლიტიკა სწორედ აქეთაა მიმართული.
ჩვენ სააშკარაოზე არ გამოგვაქვს მთელი რიგი ნაბიჯები. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება ფრთხილი, ჭკვიანური მოპყრობა. ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას“, - განაცხადა პრემიერმა და პოლიტიკოსებს მოუწოდა საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებულ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.