ლეონარდო დიკაპრიომ ეკოლოგიურ ორგანიზაციებს 15 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ფონდებს შორის, რომლებიც სოლიდურ თანხებს მიიღებენ, სპილოების დაცვის ორგანიზაციაცაა, რომელიც აფრიკასა და ამაზონში უნიკალური სახეობების გადარჩენაზე ზრუნავს. „ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს მომავალ თაობებთან. ჩვენი პლანეტის განადგურება ისეთი ტემპებით ხორციელდება, რომ ამ თემის იგნორირება აღარ შეიძლება,“-აცხადებს მსახიობი.