საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური წარმომადგენლელი მურატ ჯიოევი,ცხინვალის ტელევიზიისვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოსურ მხარეს ე.წ. საზღვარი არასდროს დაურღვევია. მისივე განცხადებით, ქართულ მხარეს საზღვრის დემარკაცია არაერთხელ შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
ჯიოევმა განაცხადა, რომ ის საპროტესტო აქციები, რომლებიც ე.წ. საზღვართან მიმდინაროებს, წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა და რომ ცხინვალმა უკვე თხოვა ევროკავშირს ამ თემასთან დაკავშირებით მოეწყოს ვადამდელი შეხვედრა ერგნეთში.
„იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ახლა საუბარი მიდის, მუშაობა და სასაზღვრო დაკვირვება ყოველთვის მიმდინარეობდა და მოსაზღვრე მხარის ყურადღებას არასდროს იქცევდა, რადგან ჩვენ სასაზღვრო ხაზი არასდროს დაგვირღვევია. ახლა ეს ხელოვნურად გაბერილი პროცესია. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას სასაზღვრო ხაზის დასადგენად, ასევე მისი გამაგრებისთვის,“ - განაცხადა მურატ ჯიოევმა.
მისივე თქმით, ქართული მხარის ბრალდებები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მხოლოდ ერთი მიზანს ემსახურება - მიიქციოს საერთაშორისო საზოგადოების მეტი ყურადღება.