პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტის თაობაზე განცხადებას გაავრცელებს. ამის შესახებ,, ჯი-ეიჩ-ენს” პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის ვიზიტი საქართველოში გაუქმებულია. ამის შესახებ, ინფორმაციას ,,რუსთავი-2” დონალდ ტუსკის პრესსამსახირზე დაყრდნობით ავრცელებს. ვიზიტის გადადების მიზეზად საბერძნეთთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები სახელდება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ხვალ ელოდებოდნენ.