,,ნაცმოძრაობის” სპეციალური ანტიკორუფციული კომისია გორში აგრძელებს საქმიანობას. როგორც ჟურნალისტებთან პარტიის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, კორუფციაში ჩართულია როგორც გორის მერი, ასევე გამგებელი და გუბერნატორიც.
,,ჩვენ გაგაცნობთ ფაქტებს, როგორ არის მერი, გამგებელი, გუბერნატორი კორუფციაში ჩართული. წარმოგიდგენთ ფაქტებს, როგორ არიან დასაქმებული მათი ნათესავები. Mმთელი დღის განმავლობაში ჯგუფი, რომელიც აქ არის ჩამოსული, მთელს ქალაქში გაიშლება და იმუშავებს და Mმთელს გორს გავაგებინებთ რამდენად მძიმე მდგომარეობაა კორუფციასა და ნეპოტიზმის მხრივ გორში”, _განაცახდა ნადირაშვილმა.
,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისის კედელზე გამოკრულია ბანერი, სადაც გამოსახულია შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, მისი მოადგილე გიორგი თორთლაძე, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და გორის ვიცე მერი ნუკრი ჯოხაძე წარწერით: "ბიუჯეტის ქურდები".