„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კრემლის მხრიდან ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის მზაობას ხედავს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა "რეაქციის" ეთერში მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„მე ამ მაღალი დონის შეხვედრების დროს, რომელიც ახლა მქონდა, ნამდვილად დავინახე მზაობა რუსეთის ხელისუფლებისა, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები გადავიდეს ნორმალურ კალაპოტში, მზაობა იმისა, რომ ეს დიალოგი იყოს ფართომასშტაბიანი, სრულფასოვანი და ამავდროულად საქართველოს მიმართ პატივისცემით განწყობილი, უბრალოდ ახლა ჩვენზეა დამოკიდბული, რამდენად შევძლებთ ეს მზაობა საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ გამოვიყენოთ",- განაცხადა ბურჯანაძემ.