პირველად ბოლო 54 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები და კუბა ელჩებს გაცვლიან. ვაშინგტონსა და ჰავანაში ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიები დაიწყებს ფუნქციონირებას. დიპლომატიური კავშირი კუბასა და აშშ-ს შორის 1961 წლის რევოლუციის შემდეგ შეწყდა. ვაშინგტონს ჰავანისთვის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეკონომიკური ემბარგო ჰქონდა დაწესებული.