იკითხება ხაზგასმით მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების და პირადად ბიძინა ივანიშვილის, სხვა აი ამ შინაარსში, ამ უბადრუკ წერილში, ვერაფერი ვერ ამოიკითხება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წერითან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
"აბსურდული თემაა წამოწეული. ისიც, რაც იკითხეთ, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ანუ აქ იკითხება ხაზგასმით მიზანი, რომ როგორმე დისკრედიტაცია მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურების და პირადად ბიძინა ივანიშვილის, სხვა აი ამ შინაარსში, ამ უბადრუკ წერილში, ვერაფერი ვერ ამოიკითხება.
ჯერ ეს ერთი, ღარიბაშვილი არ ამბობს, რომ წერილი გამომიგზავნა. გამომიგზავნა ადვოკატის მეშვეობით მისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. ადვოკატი ამბობს, რომ მას ასეთი წერილი მისთვის არ გადაუცია - ე.ი. სხვა წყაროსგან მიიღო ეს მოსაზრება, რომელიც ფურცელზე გადაიტანეს. გამოვრიცხავ სრულად, არაკორექტული და არასერიოზულიც არის და არც ასეთი თავქარიანი უნდა იყოს ადამიანი, რომ ურეკოს ამასთან დაკავშირებით პარტიის ლიდერს და ჰკითოს, მართლა ხომ არ გაგიგზავნია ასეთი წერილი. რა დამატებითი დანაშაულის თავზე აღებაზეა საუბარი. დანაშაული არის ჩადენილი ძალიან მძიმე, შემარცხვენელი. დიდი იმედი მაქვს, რომ იგი შეცდომაშია შეყვანილი. ვინ შეიყვანა შეცდომაში არ ვიცი (კითვა - ოპოზიციამ შეიყვანა?) ეგ მე არ ვიცი, დაშვებას ვაკეთებ", - განაცხადა ვოლსკიმ.