ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე დღეს საოკუპაციო ზოლთან ახლოს შექმნილ ვითრებას განიხილავენ. ერგნეთში სწორედ მავთულხლართების უკანონო მონტაჟით გამოწვეულ საკითხებზე იმსჯელებენ. ასევე მიმოიხილავენ 2008 წელს უგზო-უკლოდ გაუჩინარებული გრიგოლ ნალბანდოვისა და გასულ წელს უკანონოდ დაკავებულ რომან შიტიკოვის საკითხს.