გაუმკაცრდება თუ არა რუსეთს სანქციები, კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის დელეგაციისთვის დაწესებული სანქციების გადახედვაა. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის პროექტიც მომზადდება. ამ დრომდე რუსეთის დელეგაციას საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება აქვს შეჩერებული, რის გამოც დელეგაციის წევრები რამდენიმე თვეა, სხდომებს არ ესწრებიან. სტრასბურგს სესიის ფარგლებში გაეროს გენრალური მდივანიც ეწვევა.