საქართველოს საზღვრიდან 6 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3, 4 მაგნიტუდას მიაღწია.
მიწისძვრა თბილისის დროით, წუხელ 00:15 საათზე დაფიქსირდა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.