წყნეთის ქუჩა #13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლა და მისი მარცხნივ გადაგდება მოხერხდა. სამუშაოების განხორციელებამდე მდინარეს მარცხნიდან კლდე ესაზღვრებოდა, რის გამოც ადიდებული ვერე მარჯვენა მხარეს გადმოდიოდა და წყნეთის ქუჩას აზიანებდა. მოსალოდნელი სტიქიის პრევენციის მიზნით, მოიჭრა კლდის ნაწილი და მდინარის კალაპოტი შეიცვალა. ამ ეტაპზე უკვე დაიწყო სამუშაოები მდინარის კალაპოტის მარჯვენა მხრიდან დამცავი კედლის ასაშენებლად. ასევე, მოხერხდა დატბორილი ავტოფარეხის სახურავის გაჭრა და სტიქიაში ჩარჩენილი ავტომობილის ამოყვანა. აღნიშნულ სამუშაოებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს.
წყნეთის ქუჩა 13-14 ივნისის ღამეს მომხდარი სტიქიის შედეგად დაიტბორა, მოვარდნილმა წყალმა მოსახლეობის ავტოფარეხები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა.