მიღებული ტრავმის მიუხედავად, აშშ სახელმწიფო მდივანი ველოსიპედით სეირნობას თავს არ დაანებებს. ამის შესახებ მან ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჯონ ქერიმ სამუსაო შეხვედრები უკვე გამართა და რამდენიმე პრეპარატის მიღებაზე უარი თქვა. აშშ პირველი დიპლომატი შვეიცარიაში ველოსიპედით სეირნობისას დაშავდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.