მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ბაღდადის ცენტრალური რაიონი გახდა. დანაღმული ავტომანქანა კახირის რაიონში აფეთქდა, რასაც ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.