დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძრვანელმა პოსტი დატოვა. განკარგულებას ალექსანდრ კიხტენკოს გათავისუფლების შესახებ ხელი პრეზიდენტმა პოროშენკომ მოაწერა. კიხტენკოს გუბერნატორის პოსტზე სავარაუდოდ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე პაველ ჟებროვსკი ჩაანაცვლებს. ალექსანდრ კიხტენკო დონეცკის გუბერნატორად გასული წლის ოქტომბერში დაინიშნა. ის ამბოხებულებთან მოლაპარაკების ინიციატივით გამოდიოდა და საომარი მოქმედებების დროს მათთვის დონეცკის აეროპორტის დათმობას მოითხოვდა. მასვე ადანაშაულებენ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საფორტიფიკაციო აღჭურვილობების მშენობლობის შეწყვეტაში.