პრემიერის კვალდაკვალ, ჩრდილოეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით გადადგა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ტამერლენ აგუზაროვმა მოაწერა. პრემიერის მოვალეობას დროებით აზამატ ხადიკოვი შეასრულებს. საკადრო ცვლილებები ჩრდილოეთ ოსეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა თანამდებობიდან რესპუბლიკის ლიდერი თეიმურაზ მამსუროვი გადააყენა. ოფიციალურ მიზეზად კრემლმა საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვა დაასახელა.