ოდესა-რენის სატრანსპორტო გზის სარემონტო სამუშაოები სასწრაფო წესით მიმდინარეობს. თითქმის ყოველ ნაბიჯზე არსებულ ორმოებს ასფალტით ავსებენ, ზოგ მონაკვეთზე, სადაც გზის საფარი სრულიად განადგურებულია, მთლიანად ახალ ფენას აგებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,იუჟნი კურიერი” ავრცელებს.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნულ გზაზე დღეს ან ხვალ ოდესის ოლქის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ საკაშვილმა უნდა გაიაროს, რომელიც სამუშაო გასვლას ქალაქ იზმაილში აწყობს.
გამოცემის ცნობით, გზის ნაჩქარევი რემონტიც ამ ფაქტს უკავშირდება.
რამდენიმე დღის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა განცხადა, რომ ოდესა-რენის ავტომაგიტრალის გასარემონტებლად მისი ადმინისტრცია თანხებს გამოჰყოფდა და ჟურნალისტების წინაშე, შემდგომში ამ გზის ავტობანად გადაკეთების გეგმაც გაახმოვანა.