შვეიცარიაში ბოსნიელ მუსლიმანთა ყოფილი ლიდერი დააკავეს. ნასერ ორიჩს ინტერპოლი სერბეთის მოთხოვნით ეძებდა. ორიჩი ბალკანეთის ომის დროს სრებრენიცაში მუსულმანთა დაჯგუფებას მეთაურობდა. მას ბრალად სამხედრო დანაშაულის ჩადენა, კერძოდ კი ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები ედება.