იმ მასშტაბის ძარცვა, რაც დღეს ოდესის საბაჟოზე ხდება, 90-იან წლებში საქართველოშიც კი არ იყო. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა ქსენია სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "წელიწადში ისინი მინიმუმ, მილიარდ დოლარს იპარავენ. როდესაც ჩვენ წესრიგის დამყარებას დავიწყებთ, ხალხი ყველაფერს დაინახავს და მიხვდება. ოდესას უდიდესი პოტენციალი აქვს. თუ ამ განუკითხაობას აღვკვეთთ, პოლიცია მუშაობას დაიწყებს და პირობებს შევქმნით, ხალხი მუშაობას დაიწყებს,"-აღნიშნა სააკაშვილმა.