„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხვალ თემაზე - საქართველოს დემოკრატიულ სისტემა: ძირითადი ინსტიტუტები 2011-2015 წლებში, კონფერენციას გამართავს.
კონფერენციის დასაწყისში შედგება „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების“ 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია. ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება მოიცავს ქვეყნის 12 ძირითად ინსტიტუტს (პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება, საჯარო სამსახური, სამართალდამცავი უწყებები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სახალხო დამცველი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, პოლიტიკური პარტიები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ბიზნესი).
კონფერენცია 8 ივნისს, 10:00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიად მარიოტში” დაიწყება.