სკოლაში ბავშვების ხუთი წლის ასაკიდან მიყვანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა უარი.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ავტორი და ინიციატორი ოპოზიციონერი დეპუტატი კობა სუბელიანია, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ, მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირა. კობა სუბელიანმა პარლამენტის რეგლამენტის ის მუხლი გამოიყენა, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩაგდებული პროექტის განმეორებით კენჭისყრას ითვალისწინებს, თუმცა ხელახალ კენჭისყრაზე საკითხი ისევ ჩავარდა.
"ზოგადი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან მიყვანის შესაძლებლობა იმ ბავშვებს ეძლეოდათ, რომელთაც ექვსი წელი დეკებრამდე უსრულდებათ.