იპოთეკური სესხის დაფარვის თხოვნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უკვე 409-მა დევნილმა ოჯახმა მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან სოზარ სუნბარმა განაცხადა. მისივე თქმით, თუკი პროექტი გაამართლებს სამინისტრომ შესაძლოა, მის გაგრძელებაზეც იფიქროს.
სუბარის უწყების პროექტის თანახმად, იმ დევნილ ოჯახებს, რომელთაც ბინა იპოთეკური სესხით გასული წლის 31 დეკემბრამდე შეიძინეს, სესხის გადახდაში დაეხმარებიან.
„ამ ოჯახებს სამინისტრო სესხს უფარავს, ზოგ შემთხვევაში მთლიანად, ზოგ შემთხვევაში - თანხის ნაწილს, თუ სესხი დიდია. მაქსიმუმი არის 20 ათასი ლარი. სულ შემოვიდა 409 განაცხადი, მიმდინარეობს განაცხადების დამუშავება, რომელიც ორ კვირაში დამთავრდება და დაიწყება ამ ოჯახების მონიტორინგის პროცესი“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით,
პირველ ეტაპზე პროექტისთვის 1 მლნ ლარია გამოყოფილი.