საქართველოს იუსტიციის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. თეა წულუკიანი თავის უკრაინელ კოლეგა პაველ პეტრენკოს შეხვდება. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ქართული დელეგაცია უკრაინულ მხარეს საკანონმდებლო რეფორმებს გაცნობს.
მინისტრთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის სამი მოადგილე: გოჩა ლორთქიფანიძე, მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე.
თეა წულუკიანისა და პაველ პეტრენკოს შეხვედრა 28 მაისს უკრაინის იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. საქართველოს დელეგაცია უკრაინის სახელმწიფო რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის, ასევე, უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებს.
29 მაისს თეა წულუკიანი უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდება და უკრაინის ცენტრალურ სახელმწიფო ისტორიულ არქივსაც ესტუმრება.
ქართული დელეგაცია უკრაინაში ვიზიტს 30 მაისს დაასრულებს.