პოეტ დათო მაღრაძის თქმით, ქართული საზოგადოება პოსტზონდერისტულ ხანაში ცხოვრობს. ამის შესახებ პოეტმა გადაცემა „2030“ განაცხადა. „პოსტზონდერისტული ხანაა ახლა. იყვნენ პოლიტზონდერები, იყვნენ ტელეზონდერები და ახლაც არიან, იყვნენ ლიტერატურული ზონდერები, რომლებიც ახლაც აქტიურად მოყოჩაღდნენ. პოსტმოდერნიზმი პოსტზონდერიზმმა ჩაანაცვლა და აქედან განთავისუფლებას ვცდილობთ“, - განაცხადა მაღრაძემ.
გადაცემის მსვლელობისას პოეტმა მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნა, რომ „წინა ხელისუფლებამ მოახერხა და ეს დღესასწაულიც რაღაცნაირად დაასახიჩრა“.
„იყვნენ ნამდვილი ზონდერები, რომლებიც ხელკეტებით დარბოდნენ 9 წლის მანძილზე, ხალხს ატერორებდნენ, კლავდნენ, ხოცავდნენ, ძვლებში ამტვრევდნენ და მერე გვამებს მალავდნენ. იმ 26 მაისს არ იყო, როდესაც 2 გვამი შემოდეს შენობის სახურავზე. წინა ხელისუფლებამ მოახერხა და ეს დღესასწაულიც რაღაცნაირად დაასახიჩრა“, - აღნიშნა დათო მაღრაძემ.