27 მაისს, 12 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩას, სკვერს და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალს გახსნის.
გახსნის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები დაესწრებიან.