1-ლი ნოემბრიდან უსადენო ტელეფონების შეძენა შესაძლებელია თბილისში 80 ლარად (ნაცვლად 100 ლარისა), ხოლო რეგიონებში 60 ლარად (ნაცვლად 90 ლარისა). ასევე, სატესტო რეჟიმში ჩაირთო უფასო სმს-სერვისი (მესიჯი).
„გაერთიანებული ტელეკომი" ნოემბრიდან უსადენო ტელეფონზე მომსახურების ახალ პირობები ამოქმედდება. ქსელში ჩართულ აბონენტებს სამი სხვადასხვა პაკეტიდან შეეძლებათ არჩევანის გაკეთება:
პირველი პაკეტი - სააბონენტო გადასახადი 5 ლარი: 200 წუთიანი ლიმიტი შიდა ქსელში სასაუბროდ, ლიმიტს ზევით წუთში 1 თეთრი; მობილურ ოპერატორებთან კავშირი - 25 თეთრი/წუთი; სხვა ფიქსირებულ ქსელში სასაუბროდ - 6 თეთრი/წუთი.
მეორე პაკეტი - სააბონენტო 7 ლარი: უფასო შიდა ქსელი (გაერთიანებული ტელეკომის ნებისმიერ აბონენტთან); მობილურ ოპერატორებთან კავშირი - 20 თეთრი/წუთი; სხვა ფიქსირებულ ქსელში სასაუბროდ - 6 თეთრი/წუთი.
მესამე პაკეტი - სააბონენტო 15 ლარი: უფასო შიდა ქსელი (გაერთიანებული ტელეკომის ნებისმიერ აბონენტთან); მობილურ ოპერატორებთან კავშირი - 15 თეთრი/წუთი; სხვა ფიქსირებულ ქსელში სასაუბროდ - 4 თეთრი/წუთი.
აბონენტებს პაკეტის არჩევა შეეძლებათ, როგორც ავტომატურ რეჟიმში 100-100 დარეკვით, ისე „გაერთიანებულ ტელეკომის" სერვის ცენტრში მისვლით. თუ აბონენტი არ გამოიყენებს არჩევანის უფლებას, მას გაუაქტიურდება 7 ლარიანი სააბონენტო პირობები. იურიდიულ პირებზე ამოქმედდება 15 ლარიანი პაკეტის პირობები.
სააბონენტო პაკეტის შეცვლა აბონენტს ნებისმიერ დროს შეეძლება და ეს პროცესი უფასოა. პაკეტის შესაცვლელად აბონენტმა უნდა დარეკოს 100-100ზე და ავტომატურ რეჟიმში ან ოპერატორის დახმარებით დაარეგისტრიროს სასურველი პაკეტი. ახალი პირობები აბონენტს მომდევნო თვის 1 რიცხვში ავტომატურად ჩაერთვება. გააქტიურებული პაკეტის გადამოწმება შესაძლებელია ნომერზე 100-103.
კომპანიამ აღნიშნული ტექნოლოგია 2007 წელს დანერგა და ამჟამად 51 ათას აბონენტს ემსახურება.