დღეს ჭიდაობა-ძიუდოში მცხეთის მუნიციპალიტეტის ერთდღიანი ღია პირველობა გაიმართა. მცხეთის სპორტული სკოლის დარბაზში შეჯიბრი საქართველოს მთავარი პროკურატურისა და მცხეთის პროკურატურის ინიციატივით ჩატარდა.
ორ ტატამზე პარალელურად, 11 წონით კატეგორიში ერთმანეთს მცხეთის რაიონის საჯარო სკოლების 110 მოსწავლე ეჯიბრებოდა. გათამაშდა 11 ოქროს, 11 ვერცხლის და 22 ბრინჯაოს მედალი. პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად გამარჯვებულები დიპლომებითა და სხვადასხვა საჩუქრებით ძიუდოში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებმა დააჯილდოვეს.
სპორტული შეჯიბრი საჯარო სკოლებს შორის "საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს პროკურატურის მჭიდრო თანამშრომლობას მოზარდებთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უზრუნველყოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
`საზოგადოებრივი პროკურატურის~ პროექტი საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება.