საკანონმდებლო ორგანოში დღეს უჩა ნანუაშვილს ელოდებიან. სახალხო დამცველის 2014-ი წლის ანგარიშის შემაჯამებელი მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართება. ომბუდსმენი მის მიერ გაცემული რეკომენტაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამინისტროების პოზიციას მოისმენს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის შემუშავებაც იგეგმება, რომელიც დასამკიცებლად პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.