მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი, ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
ნოღაიდელის განცხადებით, თუ ნატოში შესვლა ხელს შეუწყობს საქართველოს გაერთიანებას, მაშინ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი უნდა გახდეს.
"თუ ნატოში შესვლა ხელს შეუწყობს საქართველოს გაერთიანებას, მაშინ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უნდა შევიდეთ, თუ არა - მდგომარეობას შევხედოთ", _ აღნიშნავს ნოღაიდელი.