თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საკუთარ მოადგილეებს დღეს წარადგენს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მოადგილეების ვინაობის დასახელებისგან თავდაცვის მინისტრმა თავი შეიკავა. უწყების ინფორმაციით, წარდგენა 15:00 საათისთვის, სამინისტროშია დაგეგმილი.