დღეს, 28 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების მე-16 აუქციონი გაიმართა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 182 დღიანი ვადიანობის სახაზინო ვალდებულებები გაიტანა. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ 32 000 000 ლარი შეადგინა, მიღებული განაცხადების რაოდენობამ 14, ხოლო დაკმაყოფილდა ოთხი.
აქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალურმა დაკმაყოფილებული განაცხადი 4.93 %, მაქსიმალური - 5.09 %, საშუალო შეწონილმა 5.02% შეადგინა.
მიმდინარე წლის 4 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიმართება ორი აუქციონი. ფინანსთა სამინისტრო მე-17 აუქციონზე 10 მლნ ლარის მოცულობის 175 დღიან, ხოლო №18 აუქციონზე 10 მლნ ლარის მოცულობის 364 დღიან სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას გეგმავს.