ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს.
,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო სამოქმედო გეგმის“ განხორციელების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, შეშფოთების საგანია რომ საქართველოში ვერ ხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა.
თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. კანონმდებლობა ყოვლისმომცველია; შექმნილია ინფრასტრუქტურა, რომელიც იძლევა ძირითადი მხარეებს შორის კოორდინაციისა და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის საშუალებას. არსებობს მზადყოფნა იმისა, რომ უზრუნველყოფილი იყოს სპეციალისტთა მიმდინარე ტრენინგები და განხორციელდეს ვრცელი პროგრამა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, სახეზეა მნიშვნელოვანი სისუსტეები, როდესაც საქმე ეხება დაუცველი მსხვერპლის, განსაკუთრებით ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებას. კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით აღჭურვილი შრომის ინსპექციის სისტემის არარსებობა ზღუდავს იძულებითი შრომის მიზნით ტრეფიკინგის აღკვეთის შესაძლებლობას. შეშფოთებას იწვევს შემთხვევების მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობა; შეშფოთების საგანია ისევე ის, რომ ვერ ხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა.
ევროკომისია ხელისუფლება ადამიანის ტრფიკინგთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციას აძლევს:რეკომენდებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ: გადახედოს ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურებას, კერძოდ, არსებული თავშესაფრების მოწყობასა და საქმიანობას და უზრუნველყოს, რომ ადეკვატურად დაკმაყოფილდეს მათი საჭიროებები, ვისაც თან ბავშვები ახლავს. გადახედოს ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას, რომ ის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ყველა იდენტიფიცირებული და შესაძლო მსხვერპლისთვის.
გადახედოს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის სტატუსს, მანდატს და უფლებამოსილებას, რომ მან შეძლოს შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის იდენტიფიცირება და ქონდეს მსგავს დარღვევებზე რეაგირების უნარი.
გადადგას ნაბიჯები ყველა სახის ექსპლუატაციის პროაქტიური, დაზვერვის მასალებზე დაფუძნებული უფრო ინტენსიური გამოძიების საწარმოებლად.
შეიმუშავოს მკაცრი მიდგომა მათ წინააღმდეგ, ვინც სარგებლობს კომერციული სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ქალების ტრეფიკინგით; მიდგომას უნდა ქონდეს ორმხრივი ამოცანა – ჩვენებების უზრუნველყოფა და ამგვარ მომსახურებაზე მოთხოვნის აღმოფხვრა.
გადახედოს და გააუმჯობესოს ამ სფეროში ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ორგანიზაციებიდან მონაცემების შეგროვება და ანალიზი, რომ უკეთ განისაზღვროს ტრეფიკინგის მსხვეპლთა რაოდენობა, სქესი, ასაკი, ეროვნება და ექსპლუატაციის ტიპი.
გადახედოს და გადაახალისოს სხვადასხვა ცხელი ხაზები იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი შეტყობინებების მიღება საზოგადოებისა და მსხვეპლების მხრიდან.
გაიზარდოს კავშირები და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ,,ევროპოლის“ მიერ მიჩნეულნი არიან როგორც ტრეფიკინგის ძირითადი დანიშნულების ადგილები და წყაროები, ესენია: თურქეთი, ასევე აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი.