ევროკავშირი მედიის წარმომადგენლებს, ხვალ, ევროპის დღის აღსანიშნავად მისაქციელში იწვევს. ღონისძიება, რომელსაც ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დაესწრება, მისაქციელში - სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს ეკო-სოფელში გაუიმართება
ღონისძიების დროს გაიმართება კონცერტი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია. მოეწყობა ENPARD-ის პროგრამის ბენეფიციარი ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა.
სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და ეკო-ბაღის მასპინძელი, როსტომ გამისონია მოახდენს ინოვაციური ტექნოლოგიებით დამზადებული ენერგო ეფექტური დანადგარების დემონსტრირებას. სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ფერმერებისთვის შექმნილ მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლებსა და გათბობის სისტემებს, ენერგოეფექტურ ხილის საშრობებსა და ღუმელს. ეკო-ბაღი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, საქართველოს პარლამენტის წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.