იმიტირებული სასამართლო პროცესების ევროპის უნივერსიტეტებს შორის გამართულ შეჯიბრში გამარჯვებული ლუბლიანას უნივერსიტეტი გახდა. საქართველოდან შეჯიბრში მონაწილეობას თავისუფალი და საქართველოს უნივერსიტეტები იღებდნენ. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ნახევარფინალში გავიდა და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორები და ევროპელი იურისტები. საუკეთესო სპიკერად ქართველი სტუდენტი მარიამ მოსეშვილი დაასახელს. შეჯიბრს, რომელიც 1994 წლიდან კემბრიჯის უნივერსიტეტის ეგიდით ტარდება, საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა.