ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით 10 ქართველი პედაგოგი ლატვიაში მიემგზავრება. პროექტის ფარგლებში ქართველი და უცხოელი პედაგოგები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებან. ქართველი მასწავლებლები ინფორმაციას სკოლებში ევროპული სწავლების დანერგვის თაობაზე მიიღებენ. 10 კაციანი ჯგუფში არიან როგორც თბილისის სკოლის პედაგოგები, ასევე რეგიონელი პედაგოგები.