პარლამენტმა სამჯერ თუ უარი თქვა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა თეორიულად არსებობს რიგგარეშე არჩევნებს დანიშვნის შესაძლებლობა.
კახიანმა ის პროცედურებიც განმარტა თუ რა შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.
,,პროცესები თუ წარიმართა კონკრეტული მიმართულებით, თეორიულად შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნების საკითხი დადგეს. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობით პრემიერმა ორი კვირის ვადაში უნდა დასახელოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, შემდეგ პრეზიდენტმა 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინის პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად. Aამის შემდეგ, პარლამენტი განიხილავს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს და თუ საჭიროდ ჩათვლის მხარდაჭერას გამოუცხადებს. ამითვის კი პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. Aარსებული მოცემულობით კი 75 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩატარდება კენჭისყრა და თუ ამ შემთხვევაშიც პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტის არა ნაკლებ 2/5-ის მიერ მხარდაჭერილ პრემიერის ახალ კანდიდატურას წარუდგენს, შემდგომ პრემიერი ერთი კვირის ვადაში შეარჩევს მინისტრების შემადგენლობას და წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად და თუ ამის შემდეგ პარლამენტმა კვლავ ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას ამის შემდგომ პრეზიდენტი რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს”, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში გიორგი კახიანმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ,კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა გადამდგარია და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებლად მიიჩნევა.
შვიდი მინისტრის შეცვლის შემდეგ, პრეზიდენტი ვალდებულია პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარუდგინოს.
შეგახსენებთ, რომ ლევან ყიფინი მეშვიდე მინიტრი იყო ვინც მინისტრტა კაბინეტის შემადგენლობა დატოვა. შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ის შეცვლის შემდეგ, ამ შემთხვევაში ეს არის 7 მინისტრი საჭიროა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება.