რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 6 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია, "გლობა ერთი" მიიღებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია "გლობალ ერთი"-ს განაცხადის საუძველზე ქ.თბილისში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი 2 ოქტომბერს გამოაცხადა.
რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისმა ოდენობამ 5 932 ლარი შეადგინა. აუქციონის ერთი ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტია.