საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის - „სოფოსბუვირი“-ს პირველი პარტია საქართველოში კვირას, ან ორშაბათს ჩამოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე განაცხადა პაციენტების რეგისტრაცია უკვე სამშაბათიდან დაიწყება.
,, მედიკამენტების პირველი პარტია კვირას, ან ორშაბათს შემოვა. პაციენტების რეგისტრაცია დაიწყება სამშაბათს და უკვე მომავალი კვირის განმავლობაში პირველი პაციენტები ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მკურნალობა მიიღებენ ამ მკურნალობას”, _განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი - „სოფოსბუვირი“ ყველა პაციენტს უფასოდ გადაეცემა.