პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის 20 ივნისს გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბრონისლავ კომაროვსკიმ მიიღო.
პოლონეთის კონსტიტტუციის მიხედვით არჩევნები მისი გამოცხადებიდან 60 დღეში უნდა გაიმართოს. მეორე ტური კი საჭიროების შემთხვევაში 4 ივლისს გაიმართება.
კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად კენჭი უნდა იყაროს მინიმუმ ორმა კანდიდატმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია გამოხატავას თუა არა სურვილს პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის ტყუპისცალი იარაოსლავ კაჩინსკი, თუმცა ექსპერტები მას ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად ასახელებენ.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, სავარაუდოდო მათი სია, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: მემარცხენე ძალების დემოკრატიული კავშირიდან განიხილება სამი კანდიდატურა _ რიშარდ კალიში, იანუშ ზემკე, გჟეგიჟ ნაპერალსკი.
გლეხთა პარტია _ ვლადიმერ პავლიაკი ან იუზეფ ზიხი. ასევე საუბარია ორ კანდიდატურაზე მარეკ იურკზე და ანჟეი ოლეხოვსკიზე.
არ გამოირიცხება საპრეზიდენტო არჩევნებში მომქმედი პრემიერის დონალდ ტუსკის მონაწილეობაც.
პრეზიდენტობის მსურველებმა არჩევნებში მონაწილეობილსათვის 100 ათას კაციანი მხარდამჭერთა სიები უნდა შეაგროვონ.