ლონდონის, პარიზის, ამსტერდამისა და ფრანკფურტის აეროპორტებმა მუშაობა განაახლეს.
დიდმა ბრიტანეთამ, საფრანგეთმა, ჰოლანდიამ და გერმანიამ რამდენიმე ქალაქში საჰაერო სივცრის გახსნის გადაწყვეტილება გუშინ მიიღეს და უკვე გადადებული რეისებიც განახორციელეს.
გარკვეული შეზღუდვები ამ დრომზე რჩება გერმანიის დანარჩენი ქალაქების აეროპორტებსა და მთლიანად ისლანდიაში.
ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის შედეგად საჰაერო სივრცეში შექმნილი პრობლემების გამო მსოფლიო მასშტაბით სულ 95 ათასი რეისი გადაიდო.