აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში საავტომობილო ქარხნის მშენებლობა გრძელდება. ქარხანა 2500 კვ მეტრზე აშენდება და ის ჩინური ავტომობილის «Lifan-ის » სხვადასხვა მარკების _ «Lifan-620», «Lifan-320», «Lifan-520» и «Lifan-521-I» გამოშვებით დაკავდება.
უკვე ადგილზეა ჩატანილი შესაბამისი მარაგნაწილები 108 ავტომობილის გამოსაშვებად.
ქარხანაში ასევე შეზიდულია ცნობილი გერმანული ფირმის «BMW-ს», 65 ძრავი ხოლო სხვა ავტომობილები კი ჩინური ფირმის მიერ წარმოებული ძრავებით დაკომპლექტდება.
ხელშეკრულების თანახმად, ჩინელი სპეციალისტები საწარმოო პროცესს ერთი წლის განმავლობაში გააკონტრლებენ.
ქარხანაში 50 ადამიანი იმუშავებს და იგი წელიწადში 1500 ავტომობილს გამოუშვებს.