26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. ისმო -ს(ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია) გადაწყვეტილებით 2015 წელი ეძღვნება საავტორო უფლებების დაცვას სლოგანით „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“(Get up, Stand up For music), რაც გულისხმობს ბრძოლას მომღერლების და სიმღერების ავტორების, მუსიკოსების და გამომცემლების, არანჟირების ავტორების საავტორო უფლებების დარღვევის წინააღმდეგ, მათი შთაგონებისა და შრომის შედეგის დაცვას მეკობრეობისაგან.
საქპატენტი, როგორც საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო აქტიურად ერთვება ისმო-ს მიერ წამოწყებულ კამპანიაში და ატარებს ღონისძიებებს, რომელთა განხორციელებაში დიდ მხარდაჭერას გამოხატავს ამერიკის საელჩო და ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. ამ კამპანიის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში რიჩარდ ნორლანდმა დიდი თანადგომა გამოხატა საქართველოს არჩეული კურსის მიმართ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში და განაცხადა: საქართველოში "ინტელექტუალური საკუთრების უფლებები არის 21-ე საუკუნის ნებისმიერი პროგრესული ეკონომიკის ხერხემალი.
საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვისადმი მხარდაჭერა, საქართველოს მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს. სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ მიაღწია მრავალმილიონიან შეთანხმებას „მაიკროსოფტთან“ მთავრობის მიერ განმოყენებული პროგრამების ლეგალურობის უზრუნველსაყოფად.
ეს არის ძლიერი სიგნალი მსოფლიოსადმი, რომ საქართველო პატივის სცემს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და სურს ბიზნესის სწორად კეთება.
ინვესტორებს, გამომგონებლებს და უცხოურ კომპანიებს იზიდავს ბაზრები, სადაც ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი იდეები და პროდუქტი იქნება დაცული.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში. საქპატენტის - საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე სხვების კოორდინირებული ძალისხმევა,- დაცული იყოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, არის ნათელი სიგნალი კომპანიებისადმი, რომლებსაც სურთ საქართველოში ინვესტირება, რომ მათი ინვესტიცია არის გონივრული. ჩვენი მხრივ, შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის ბიზნესის სამართლის განვითარების პროგრამა და შეერთებული შტატების საპატენტო და სასაქონლო ნიშნების უწყება განაგრძობს იურისტებისა და მთავრობისთვის ტრეინინგების ჩატარებას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. უფრო ფართოდ რომ ვთქვათ, საქართველოს მიერ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა, არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ ხდება ის რეგიონალური ლიდერი.
მაშინ როდესაც, საქართველოს გავლით აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო კორიდორის ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია ხდება კომერციული რეალობა, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველო მზადაა."