ინტერნეტში ვიდეორგოლი გავრცელდა თუ როგორ აჯარიმებენ უცნაური უნიფორმის მქონე თანამშრომლები ავტომობილების მძღოლებს მავნე გამონაბოლქვისთვის.
როგორც ირკვევა, ისინი 2015 წლის აპრილში შექმნილი სპეციალური საინიციატივო ჯგუფის, „ეკოპოლისიის“ თანამშრომლები არიან. აღნიშნული სამსახური მიზნად ისახავს ქალაქში ჰაერის დაბინძურების დონის რეგულირებას. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს დამატებით გადასახადებს ავტომობილების მფლობელთათვის.
ვიდეოში ჩანს, რომ „ეკოპოლისიის“ თანამშრომლები ავტომობილების მძღოლებს მავნე გამონაბოლქვისთვის გამაფრთხილებელ ქვითარს უტოვებენ. მანქანებს ადგილზე ამოწმებენ და ჯარიმის ოდენობა ჰაერის დაბინძურების ხარისხზეა დამოკიდებული.
რა უწყების თანამშრომლებიც არიან „ეკოპოლისიის“ თანამშრომლები ამაზე უნიფორმიანები განმარტებას არც თავად აკეთებენ და მათზე განმარტებას არც თბილისის მერია აკეთებს.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია არის თუ არა ჯარიმის ოდენობა ფიქსირებული ან რის მიხედვით ვარირებს, თუმცა ფაქტი ერთია - ბენზინის ფასის ბოლოდროინდელი მკვეთრი ვარდნით გამოწვეული სიხარული ხანმოკლე გამოდგა.