სოხუმში ტროლეიბუსის კაბელი მოიპარეს. ამის შესახებ სააგენტო აპსნი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა 14 აპრილს მოხდა. დაუდგენელმა პირებმა 2000 მეტრის სიგრძის კაბელი ჩამოხსნეს. მომხდართან დაკავშირებით დეფაქტო პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.